ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი International Travel Awards-ის გამარჯვებულია

ხელოვნების მუზეუმი International Travel Awards-ის გამარჯვებულია კატეგორიაში – “Best Museum in Georgia 2021”. მალე ხსენებულ პლატფორმაზე ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, გამარჯვებულის სტატუსით განთავსდება. ამის შესახებ თავად მუზეუმის ფეისბუქგვერდი ავრცელებს ინფორმაციას.
„დიდი ამბებია, მეგობრებო, ხელოვნების სასახლეში! დიდი ხნის ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ დღეს საოცარი პასუხი მივიღეთ, დიახ, ჩვენი მუზეუმი 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი International Travel Awards-ის გამარჯვებულია. კატეგორიაში “Best Museum in Georgia 2021” ხელოვნების სასახლემ უპირობოდ გაიმარჯვა.
International Travel Awards ორგანიზებულია Golden Tree Events-ის მიერ.
Golden Tree Events გახლავთ წამყვანი ტურისტულ-მარკეტინგული და პიარ კომპანია, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას 5,000-ზე მეტ ტურისტულ კომპანიას და სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციას ონლაინპლატფორმის მეშვეობით.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Castle IN LOVE WITH THE WIND (Bulgaria), BOTANIQ Castle of Tura (Hungary), Radisson Blu Hotel და ა.შ.
საკმაოდ დიდხნიანი და დაძაბული საკონკურსო პერიოდის შემდგომ გვაქვს ბედნიერება გაცნობოთ, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, გამარჯვებულის სტატუსით განთავსდება!
ჩვენ ამ ჯილდოთი განსაკუთრებით ვამაყობთ, ვემადლიერებით ხელოვნების სასახლის ყველა თანამშრომელს რომლმაც თავისი შრომით ეს შედეგი მოიტანა, მადლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რომლის თანადგომის გარეშე ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება შეუძლებელი იქნებოდა! დარწმუნებული ვარ ხელოვნების სასახლე კიდევ არაერთხელ გაახარებს დამთვალიერებელსა და ქართული კულტურის მოყვარულთ!“- აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები