ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის წარმომადგენლებს – პიტერ ვიბლერსა და მარიკა ოლსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერსა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელ მარიკა ოლსონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების, წყლისა და ნარჩენებისა მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობის საკითხებსაც.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პიტერ ვიბლერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. USAID-თვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მისიის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს დაეხმაროს ისეთი აქტივობების განხორციელებაში, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებასა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები