ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 22 წლის გ.კ, მასთან მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდისკენ მიმავალი ავტომობილი, რომლშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი გზიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

ავარიის შედეგად ხაიშის მკვიდრი 22 წლის გ.კ. ადგილზე გარდაიცვალა. ნ.დ, გ.ჭ და რ.ჭ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები