გერდა ვოგლი: სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ახლა შესაფერისი დროა საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად
„საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შესაძლებელია საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტის კონსულტანტმა ევროპულ და საერთაშორისო საკითხებში, გერდა ვოგლმა საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.
„საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შესაძლებელია საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის შემდეგ. ახლა შესაფერისი დროა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენს ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს. არა მხოლოდ მშვენიერი ბუნება, არამედ, ჩვენი ეკონომიკების ძლიერი დამოკიდებულება ტურიზმსა და მდგრად განვითარებაზე. საუბარი შეეხო კლიმატის მდგრადობის საკითხებს, ამ საღამოს იგეგმება ორმხრივი ფორუმი ეკონომიკის საკითხებზე. ვფიქრობ, განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს“, – განაცხადა გერდა ვოგლმა.