ირაკლი ქარსელაძე: 2022 წელი რეკორდული იქნება, მრავალი მიმდინარე მასშტაბური მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება

“2022 წელი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წინა წლებთან შედარებით რეკორდული იქნება – ეს არის წელი, როდესაც მრავალი მიმდინარე მასშტაბური, მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია გზებზე, წყლებზე, მუნიციპალურ განვითარებაზე, სკოლებზე, ბაღებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ჩვენი სამინისტროსთვის 2022 წელი რეკორდული იქნება, ყველა წინა წელთან შედარებით. ეს არის წელი, როდესაც მრავალი მიმდინარე მასშტაბური, მეგაპროექტი დასრულების ან აქტიური განხორციელების ფაზაში იქნება. მოთხოვნილი რესურსი წარდგენილთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია, თუმცა, შესაბამისი პრიორიტეტების ფარგლებში, ის დაწყებული და ახალი პროექტები რომელიც განსაზღვრული იყო, 2022 წელს გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნება და მათ განვითარებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა ექნება. საუბარია გზებზე, წყლებზე, მუნიციპალურ განვითარებაზე, სკოლებზე, ბაღებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამაზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს და იმედია, რომ ახალი პროგრამები გვექნება და მათ განხორციელებას მოვახერხებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები