„ინტერპრეტაციები“ – სტუდენტების გამოფენა
11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ფაბრიკა“ წარმოადგენს სტუდენტების გამოფენას – „ინტერპრეტაციები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება: თავისუფალი უნივერსიტეტის, VA[A]DS-ის პირველი და მეორე კურსის სტუდენტების ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო ქვრივიშვილის და თამუნა ჭაბაშვილის ჯგუფის სტუდენტების ნამუშევრები.
ნამუშევრების ნაწილი ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის, დავით კაკაბაძის და შალვა ქიქოძის ნახატების ინსპირაციითაა შექმნილი, მეორეკურსელებმა კი ქალაქის ურბანულ გარემოს ვიზუალურ მხარეზე დაკვირვებით იმუშავეს.
მონაწილეობენ: ნინო ბასარია, ანო ბაღათრიშვილი, ნენე ბერიძე, თამარ ბრეგაძე, ბარბარე გლოველი, ლიზა დიასამიძე, ანა თარაშვილი,თინათინ გოგლიძე, სოფია მესხი, ანა ნინუა, მარიამ რაზმაძე, ქეთა ცინცაძე, ბაია შარკოვა, სოფო შეითნიშვილი, ბაჩო ჩუბინიძე, ლიზა ყაჯრიშვილი, ანა ხუბაევა, არჩილ წერეთელი
სურათზე: ნენე ბერიძე, „ვარიაცები ფიროსმანის თემაზე“, 2021.