ივანე ჩხეიძე: ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ვერ შევძლებთ ინფიცირების ტალღის შეჩერებას ან კონტროლს

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, როგორმე მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხეიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლი რთულდება.

“ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, როგორმე მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება, 10 ათასის ფარგლებში და ზოგ დღეებში კიდევ უფრო ნაკლები, მიუთითებს, რომ ტემპი არის ძალიან დაბალი და ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვეევაში, ჩვენ, პრაქტიკულად, არანაირი შესაძლებლობა არ გვექნება ინფიცირების ტალღის შეჩერების ან კონტროლის,” – აცხადებს ივანე ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები