მონტენეგროს პრეზიდენტი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,გულწრფელი თანაგრძნობა სალომე ზურაბიშვილს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მონტენეგრო მეგობრული საქართველოს და მისი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ჯუკანოვიჩი “ტვიტერზე”.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.