სამების ტაძარში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

სამების ტაძარში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

ტაძარში საღვთო ლიტურგია და შემდეგ პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ აღავლინა.

“დღეს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში. ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. გვინდა მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხოვნება, მათ ოჯახებს გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდოეთ მათ”,- განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები