საქართველოს საგარეო უწყება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერას, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გამოხატეს, სადაც საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მთელი საქართველო გლოვობს შემზარავი ინციდენტის მსხვერპლებს. დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.