საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 500 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 649 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  634 053-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები