ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც ექიმები განმარტავენ, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ამასთან, ნანგრევებში მაშველებმა 5 ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები