ეკა ტიკარაძე: ვაქცინაციის ტემპმა იკლო, სამინისტრო არსებული რესურსით ვერ აწვდის ინფორმაციას რეგიონებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც სამწუხაროა.

მისი თქმით, სამინისტრო არსებული რესურსით ვერ აწვდის ინფორმაციას რეგიონებს, შესაბამისად, შეკრებენ გუბერნატორებს, მერებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება მოხდეს.

„აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც არის სამწუხარო. ჩვენ სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები, მერები და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან სამინისტრო თავისი არსებული რესურსით საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით დღეს ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში და ასევე სოფლის დონეზე, თუ სად არის კრიტიკული მდგომარეობა ვაქცინირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები