ტიკარაძე “ასტრაზენეკას” შესყიდვის შეჩერებას საქართველოში მომხდარ ლეტალურ შემთხვევას უკავშირებს და სხვა მიზეზებზეც საუბრობს

Empty vials of Oxford/AstraZeneca's COVID-19 vaccine are pictured amid a vaccination campaign in Bierset, Belgium March 17, 2021. REUTERS/Yves Herman

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ ნდობის შესუსტება უკავშირდება იმუნიზაციის შემდეგ ლეტალურ შემთხვევას, ასევე, გლობალური მასშტაბით ამ პრეპარატთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას.

როგორც მინისტრმა თქვა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უწყებას პრეპარატის დამატებითი დოზების შესყიდვა არ განუხორციელებია.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა. სახეზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები და საქართველოში დაფიქსირებული ის ერთადერთი, ლეტალობის შემთხვევა, რომელიც გახმაურებული იყო. ამ ფაქტმა იმოქმედა ვაქცინის პოპულარობაზე და, შესაბამისად, დაიკლო ჩვენი მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ. მოთხოვნამაც დაიკლო. ამიტომ, სახელმწიფომ გაითვალისწინა და დამატებითი დოზების შეძენა არ მომხდარა. თუმცა, “კოვაქს” პლატფორმიდან მიღებული დოზები, მაქსიმალურად მოხერხდა და, ასაკის ჭრილში დაიხარჯა. ასევე, ის პოპულარული ვაქცინები, რომელთა მიმართაც ჩვენი მოსახლეობიდან მეტად მოთხოვნადი იყო, რა თქმა უნდა, ამან განაპირობა ის, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზები არ დაიხმარეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები