ტიკარაძე: ეპიდვითრება საყურადღებოა, ინფექციის გავრცელება მომატებულია

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი გაზრდილია, რაც საყურადღებოა.

მისი თქმით, აღნიშნული  ეტაპობრივად ვირუსის გავრცელების რიცხვებში აისახება.

“ეპიდვითარება არის საყურადღებო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, რაც ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე”, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ისე, ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც არის დადგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები