ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
გამომდინარე იქედან, რომ არსებობს საშიშროება, საფრთხე გვერდზე მდებარე შენობებსაც შეექმნათ, სამაშველო სამსახურს მოსახლეობა საცხოვრებელი ბინებიდან გამოჰყავს.

ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ მცირეწლოვანი გამოიყვანეს, რომელიც ჩამონგრეულ კორპუსთან მდგარ მანქანაში იჯდა. მას ამ წუთებში საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, რომ 5-სართულიანი კორპუსი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ამ დროისთვის, უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები