ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანი იჯდა, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი.

მოზარდი სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, ისინი სპეციალური კიბით ავიდნენ კორპუსზე, რათა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ.

სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები