გამოფენა “Triptychos” – ლევან სონღულაშვილთან შეხვედრა გაიმართება
9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ხელოვან ლევან სონღულაშვილთან და გამოფენის კურატორთან, ბაშაქ შენოვასთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა “Triptychos” უმასპინძლებს.
მოდერატორი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://bit.ly/3BlGuVl
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11.