დავით ოქიტაშვილი: არ მიხარია ადამიანის დაჭერა და გაუბედურება, მაგრამ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას იხსენებს და აღნიშნავს, რომ იმ დროს მისი ოჯახი დიდი ტერორის ქვეშ იყო.
როგორც ოქიტაშვილი ამბობს, მას არ უხარია ადამიანის დაჭერა, მაგრამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა უნდა აღდგეს.
“მე არ მიხარია ადამიანის დაჭერა და გაუბედურება, მაგრამ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა, არ შეიძლება 18 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა აზანზარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ აინტერესებთ.
სააკაშვილის გვერდით ზის მეგის ქარდავა, რომელსაც ორჯერ მისცა ღირსების ორდენი. რომ დაიჭირეს, სააკაშვილმა თქვა, საერთოდ არ ვიცნობდიო, მაგრამ ფაქტი ესაა. ზოგიერთ ტელევიზიაში ადამიანები რომ ტირიან და მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ენუქიძე, გირგვლიანის მშობლები რომ ტიროდნენ, როდესაც შვილი მოუკლეს, მაშინ რატომ არ ტიროდნენ ისინი?!
მე არ მიხარია ადამიანის დაჭერა და გაუბედურება, მაგრამ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა. არ შეიძლება 18 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა აზანზარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ აინტერესებთ. რაც შეეხება ჩემს ისტორია, ჩემი მეგობარი ხათუნა ხოფერია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წაგვიყვანა და გადაგვმალა, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ტერორის ქვეშ ვიყავით. ყველანაირად გამანადგურეს, ვარსკვლავებიც კი წამართვეს, ამოთხარეს და წაიღეს, სასაცილოც კია ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინ სახლში აცრემლებული მივედი. ჩემთან აღარავინ რეკავდა, აღარავის უნდოდა ჩემთან ურთიერთობა, ეს იყო შიში, რომელიც ქვეყანაში იმ პერიოდში იყო“, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში დავით ოქიტაშვილმა.