უკრაინის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უკრაინასა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ აქტიურად განვითარდება
უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში თითქმის 30%-ით გაიზარდა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ცალსახა მტკიცებულებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მადლობელი ვარ უკრაინაში ვიზიტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ აქტიურად განვითარდება“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
Товарообіг між Україною та Грузією за першу половину 2021 року зріс майже на 30%. Це яскраве свідчення дружніх взаємин між нашими країнами. Вдячний спікеру 🇬🇪 @kkuchava за візит в Україну. Переконаний, наша стратегічна співпраця надалі лише активно розвиватиметься. pic.twitter.com/5jtdmLSXi6
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) October 7, 2021