ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის პირველ ვადაზე ციხის გზას გაუყენა მერაბიშვილი, ახალაია და მათი არაერთი მწამებელი ზონდერი, მეორე ვადაზე – ქარდავა და “მაოხრებელი გზირი” სააკაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს აფასებს და წერს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ მისგან ლოიალურობას ვერ მიიღებს.

,,პრემიერმა თავისი წერილით დაადუღა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’. ესენი წივიან – სააკაშვილის პოლიტპატიმრობა აღიარაო. პირიქითაა, ასინეთა, ეგ, პირიქით…
სააკაშვილი არის პატიმარი პოლიტიკოსი, რომელსაც სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული მიუძღვის არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ – ქვეყნის წინაშე.
პრემიერობის პირველ ვადაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხის გზას გაუყენა მერაბიშვილი, ახალაია და მათი არაერთი მწამებელი ზონდერი. მეორე ვადაზე – ქარდავა და “მაოხრებელი გზირი” სააკაშვილი.
ჰოდა, რა მინდოდა, მეთქვა – ვერ მიიღებთ მისგან ლოიალობას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიშასთან ერთად სისტემური დანაშაულებები გაქვთ ჩადენილი!
P.S წერილის პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება, მთავარი ისაა, რომ პრემიერმა დეკლარირებულად გამცნოთ – ნაძირალათა თავშესაფარი პოლიტიკა ვეღარ იქნება!’’, – წერს facebook -ზე ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები