ავსტრიის ტიროლის ფედერალური მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა – გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესა და ტიროლის ფედერალურ მიწებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის – ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. დოკუმენტს ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა ხელი სწორედ ციხელაშვილის ვიზიტის დროს მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები