კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

“ამ დროისთვის, არ მუშაობს საბავშვო ბაღები:#100, #72, #145, #45, #75, #86, #186, #15, #173, #38, #10, #74, #53, #135.

5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.

აღნიშნული ბაღები ეტაპობრივად 4, 5 და 6 ოქტომბერს დაიხურა და ყველა მათგანი მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს”, – განუცხადეს “კვირას” უწყების პრესსამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები