რატი ბრეგაძე, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელში იმყოფება

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელში იმყოფება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობა, რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის, თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერება, მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება – ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები რატი ბრეგაძის ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრის დროს.
“შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი რატი ბრეგაძემ და გიდეონ საარმა მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რატი ბრეგაძე შეხვედრას გამართავს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ აიალეტ შაკედთან, მოგვიანებით კი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევთან, სადაც პრეზენტაცია გაიმართება ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ.
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ იერუსალიმის პატრიარქსა და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები