თამარ ტალიაშვილი: თანამედროვე ტექნოლოგიები ქართული ენის დაცვა-განვითარების სადარაჯოზე უნდა დავაყენოთ, ვაქციოთ გამოწვევა შესაძლებლობად

საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებულ საერთაშორისო ვიდეო კონფერენციას „ენები ციფრულ ერაში: თანამედროვე ტექნოლოგიები მწირრესურსებიანი ენებისთვის“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების განვითარება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი მიღწევაც და გამოწვევაცაა, რომელიც გასცდა ზუსტი მეცნიერების სფეროს და სახელმწიფო ენის პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

„მსოფლიოს ენების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის შექმნილი საბაზისო ენობრივი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: მანქანური თარგმანი, მეტყველების ამომცნობი სისტემები, ერთენოვანი და ორენოვანი კორპუსები, ავტომატური ლექსიკონები, ლექსიკოგრაფიული და ტერმინოლოგიური ბაზები და სხვა.

შესაბამისად, მივესალმები ამ საერთაშორისო კონფერენციის მთავარ მიზანის, განიხილოს ქართულისა და სხვა მწირრესურსებიანი ენებისათვის ახალი ტექნოლოგიების შექმნის საკითხი, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში. ასევე, გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად გააერთიანოს დარგის გამორჩეული მეცნიერები და ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები. გამოწვევბი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები