მეცნიერები SARS-CoV-3-ის წარმოშობას პროგნოზირებენ

მომავალში მსოფლიო ახალი პრობლემის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს, რომელიც დაკავშირებული იქნება SARS-CoV-3-ის ვირუსის წარმოქმნასთან და რომელიც ასევე ადამიანებს ღამურებიდან გადაედებათ.

ასეთი მოსაზრება გამოთქვა სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში განვითარებადი ინფექციური დაავადებების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვანგ ლინფამ.

მისი თქმით, “მეცნიერთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი SARS-CoV-2 გამოვლენილია აზიაში მცხოვრებ ღამურებში, რის შემდეგაც იგი გადაეცა x- ცხოველს, სავარაუდოდ, პანგოლინებს ან ცივეტებს, შემდეგ კი ადამიანებს, რამაც შემდგომ ადამიანებში მასობრივი გავრცელება გამოიწვია.”

”თუმცა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ვირუსი ადვილად გადაეცემოდა ადამიანიდან ცხოველს, თუმცა, არ იყო ინფორმაცია შინაური ცხოველებიდან პატრონზე გადაცემის ფაქტზე. ყველაზე მეტად ვშიშობთ, თუ ვირუსი ადამიანებიდან ღამურებზე გადავა, განსაკუთრებით, ამერიკაში მცხოვრებ ღამურებზე, რადგან ასეთი ღამურები ვირუსის ბინადრობის ბუნებრივ გარემოს არ წარმოადგენენ,” – თქვა პროფესორმა.

მეცნიერმა განმარტა, რომ “ღამურებს აქვთ უნიკალური იმუნური სისტემა, რომელიც ხელს უშლის დაავადების განვითარებას”.

“თუმცა, ვირუსი აგრძელებს მუტაციას და შეიძლება, გადავიდეს სხვა ცხოველებზე, საიდანაც ის კვლავ ადამიანთან მოხვდება, მაგრამ – შეცვლილი სახით. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ, მაგალითად, SARS-CoV-3”, – თქვა ლინფამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები