“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, „მეღვინეობა ართანა“ საქმიანობას აფართოებს

საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „მეღვინეობა ართანამ“ ქვევრის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მარანი მოაწყო.

კომპანიას „ართანას“ ვენახი 4 ჰა-ზე აქვს გაშენებული. რაზეც რქაწითელი და საფერავი მოჰყავს. კომპანიამ წელს უკვე 22 ტონა მოსავალი მიიღო, სამომავლოდ კი ახალი ვენახების გაშენებას გეგმავს.

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, გვერდით გვიდგას და მათთან პარტნიორობის ფარგლებში უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ღვინოს, ვართ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ წევრები.

ღვინის რეალიზაციასაც ვახდენთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგვაქვს ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიაში, იტალიაში. თუმცა ამით ჩვენ არ ვჩერდებით და ვაპირებთ კიდევ უფრო განვავითაროთ მეღვინეობა, ავითვისოთ ახალი ბაზრები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა ანასტასია ახვლედიანმა, „მეღვინეობა ართანას“ თანადამფუძნებელმა.

„მეღვინეობა ართანა“ 2015 წელს დაფუძნდა, 2018 წლამდე ის მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აქტიურად დაიწყო გაფართოვება და წელს უკვე 20 000 ბოთლი, მაღალი ხარისხის ღვინის და სპირტიანი სასმელების ჩამოსხმა შეძლო. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და როგორ ფიქრობენ მუდმივ განვითარებაზე. კომპანია გეგმავს კიდევ უფრო დიდ ფართობზე მოიყვანოს ვაზი და გავიდეს საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე. გვიხარია, რომ წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამაში. გვინდა კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ.

ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს ეკონომიკურად გამართლებულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება შევძლოთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები