საქართველოს ელჩი უკრაინაში: სააკაშვილს უკრაინის ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად, არანაირი თხოვნა ექსტრადიციის შესახებ უკრაინისთვის არ არსებობს
საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად, არანაირი თხოვნა ექსტრადიციის შესახებ უკრაინისთვის არ არსებობს.
“როდესაც მე გადავეცი რწმუნებათა სიგელების ასლები მინისტრის მოადგილეს, მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ მოხერხდა კონსულის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და ასევე საუბარი შეეხო ისევ მისი უფლებების დაცვას, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ, რომ ცხადია, ჩვენთან დაცულია როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე – საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ყველა ნორმა.
მიხეილ სააკაშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად, არანაირი თხოვნა გადმოცემის შესახებ, ექსტრადიციის შესახებ, მისი როგორც დამნაშავის, უკრაინისთვის არ არსებობს და რამდენადაც მე მესმის, ვერც იქნება”, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.