კახა კუჭავა – მიხეილ სააკაშვილზე: არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან

“ბუნებრივია, ამ საკითხსაც შევეხებით, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორი განხეთქილების მიზეზი ერთი ადამიანი ვერ გახდება.

“ბუნებრივია, ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია და ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი. ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა თანამშრომლობის კუთხით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები