ცნობილი ქართველი მსახიობი, ამირან ქადეიშვილი დღეს, დილით, ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა. 85 წლის მსახიობი ერთი წლის წინ ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, მსახიობი გამოჯანმრთელდა, თუმცა, დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა.
მსახიობის ოჯახის ახლობლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი სეფსისი გახდა.
ამირან ქადეიშვილი ოზურგეთში დაიბადა, მისი კარიერა 20-მდე ფილმს ითვლის, თუმცა, მაყურებლის სიყვარული “სიყვარული ყველას უნდა”-ში “ხირხალას” როლმა მოუტანა.