„ფეისბუქის“ განმარტებით, გლობალური შეფერხება მაგისტრალური მარშრუტიზატორების (როუტერი) კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია.
„ქსელის ტრაფიკის ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციის გზაზე და შეაფერხა ჩვენი სერვისები”, – აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, „ფეისბუქი“ ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, Facebook, WhatsApp და Instagram თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო.