„ნივთების განზრახ დაზიანება – რიტუალი გვიანბრინჯაო/ადრერკინის ხანის სამხრეთ კავკასიაში“ – ონლაინშეხვედრა
7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ARWA-ს (არქეოლოგიის კვლევის საერთაშორისო ასოციაცია დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში) ინიციატივით, ეროვნული მუზეუმის გუნდის წევრთან, არქეოლოგ გიორგი ბედიანაშვილთან ონლაინშეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოხსენების თემაა: „ნივთების განზრახ დაზიანება – რიტუალი გვიანბრინჯაო/ადრერკინის ხანის სამხრეთ კავკასიაში“.
შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე გვიანბრინჯაო/ადრერკინის ხანის განძებში და სამარხებში აღმოჩენილი მეტალის ნივთების შესახებ, რომელთაც განზრახ დაზიანების კვალი აქვთ. მათი გავრცელებისა და დაზიანების ტიპების შესწავლის საფუძველზე, საუბარი იქნება ნივთების განზრახ დაზიანების მნიშვნელობაზე.