აშშ-ის მეცნიერები ყველა სახის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

აშშ-ის მეცნიერთა ჯგუფი უნივერსალური ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ეფექტური იქნება ყველა სახის კორონავირუსების წინააღმდეგ.

ამის შესახებ Wall Street Journal -ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში “პანკორონავირუსული ვაქცინის” შექმნაზე მკლევართა 20-მდე ჯგუფი მუშაობს.

როგორც უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის განვითარებადი ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორმა, კეივონ მოდჯარადმა თქვა, “ეს იქნება გამოსავალი არა მხოლოდ მიმდინარე პანდემიისგან, არამედ, ეპიდემიების მომდევნო ციკლებიდანაც”.

მისივე თქმით, უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში კორონავირუსის სამი სახეობა გავრცელდა, რომლებიც ეპიდემიების გამომწვევი მიზეზი გახდა.

მკვლევრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ მეცნიერები არ გამორიცხავენ ახალი ვირუსების გავრცელების ალბათობას, მნიშვნელოვანია, იყოს შემუშავებული უნივერსალური პრეპარატი.

Wall Street Journal -ის ინფორმაციით, მეცნიერებმა ცდები მაკაკებზე უკვე ჩაატარესვდა აღნიშნეს, რომ ვაქცინამ დაიცვა ცხოველები პანდემიის გამომწვევი პირვანდელი ვირუსისგან. მოჯარადის თქმით, ამჟამად, მეცნიერები ადამიანებზე ჩატარებული ადრინდელი კლინიკური ცდების შედეგებს აანალიზებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები