ქუთაისში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო მოქალაქეთა ევაკუაცია გახდა საჭირო

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა, ასევე, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები