„ასჯერ დაეცა თბილისი და“… – მეორე შეხვედრა

8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენის „ასჯერ დაეცა თბილისი და“… ფარგლებში, გაიმართება მეორე შეხვედრა გამოფენის თანაკურატორთან, ხელოვნებათმცოდნე ციკო ჯანყარაშვილთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა ლადო გუდიაშვილის, ზელიმხან გოგოლაშვილის, შალვა მაყაშვილის, დავით ძნელაძის, აპოლონ ქუთათელაძის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, მოსე და ირაკლი თოიძეების, დავით გველესიანის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ბორის ფოგელის, ვასილ ჯორჯაძის, კირილე ზდანევიჩის, რიჰარდ ზომერის, ამაიაკ აკოფიანის და გრიგოლ შარბაბჩიანის ნამუშევრებს, რომლებიც თბილისის ისტორიული გარდატეხების, ბრძოლებისა და მისი მრავალჯერ აღდგენილი იერსახის შესახებ ყვებიან….
თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციაში დაცული ეს ფერწერული ნამუშევრები საშუალებას აძლევს მნახველს, ისტორიულ და ესთეტიკურ ჭრილში დაინახოს თბილისისთვის ბრძოლის საუკუნოვანი გზა და ამასთანავე, გადარჩენილი დედაქალაქის უნიკალური, სხვადასხვა კულტურის ნაზავით შექმნილი სახე.
ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3CtxaP5
ტურზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: https://bit.ly/2ZSvuRv

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები