ომანსა და ირანს ციკლონმა “შაჰინმა” გადაუარა – არიან დაღუპულები

ომანსა და ირანს ციკლონმა “შაჰინმა” გადაუარა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია.

Aljazeera-ს ინფორმაციით, ომანში სტიქიის შედეგად წარმოქმნილ მეწყერს ორი აზიელი მუშა ემსხვერპლა, ბავშვი კი წყალმა გაიტაცა. ერთი პირი დაკარგულად ითვლება.

ირანში სტიქიას 6 ადამიანი შეეწირა. ქვეყანაში  მოსახლეობას ზღვისპირა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ტროპიკული ციკლონი ახლა მუსანისა და სუვაიქის შტატებს გადის, მას ძლიერი წვიმა და ქარი ახლავს. ქარის სიჩქარე საათში 120-150 კილომეტრს აღწევს.

ომანში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტიქიამ შესაძლოა, წყალდიდობა გამოიწვიოს, რადგან უდაბნოს ნიადაგს წყლის შეწოვა არ შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები