სერგო ჩიხლაძე: მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება

“მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს ცვლილებები სურთ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-მდე თვითმმართველ ერთეულში არის მეორე ტური, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, რაც არის იმის ნიშანი, რომ ადამიანებს სურთ ცვლილებები. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მე არ ვთვლი, რომ წყალგამყოფი იყოს თუნდაც 43 პროცენტი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის უდიდესი ზეწოლის, შანტაჟის, მუქარის, პოლარიზაციის და სიძულვილის შედეგად დაგროვილი ხმები. პრაქტიკულადაც რომ შევხედოთ, როცა 20 დიდ ქალაქში დაგეგმილი გაქვს არჩევნები და დიდი ალბათობით მეორე ტურსაც წააგებს “ქართული ოცნება”, მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების თემა კვლავ აქტუალური იქნება. ერთპიროვნულად, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებს ქვეყნის მართვას”,- განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები