ალბერტ ჯონსონი: არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ
“2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ზოგადად კარგად მართული გახლდათ”,- ამის შესახებ ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონი აცხადებს.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სესიები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და ასევე პირდაპირ რეჟიმში გაშუქება ხდებოდა პირველად, რამაც თავის მხრივ გაზარდა გამჭვირვალობა.
“2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ზოგადად კარგად მართული გახლდათ. კანდიდატებმა შეძლეს, რომ კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში. სამართლებრივი ჩარჩო ზოგადად გახლავთ მხარდამჭერი დემოკრატიული არჩევნებისა და ამ მზადების პროცესი საარჩევნო პროცესებისთვის გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული. მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა. არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად. საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა პოზიტიურად. დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ. საერთოდ საარჩევნო ადმინისტრაციამ მართა ტექნიკური აქცენტები პროცესისა ეფექტიანად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სესიები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და ასევე პირდაპირ რეჟიმში გაშუქება ხდებოდა პირველად, რამაც თავის მხრივ გაზარდა გამჭვირვალობა. კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, ხდებოდა კანდიდატების მონაწილეობა მედიაში და ონლაინ რეჟიმში”,- აცხადებს ჯონსონი.