ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.65% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7%

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.65 პროცენტი (821 225 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (540 469 ხმა).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 740 უბანზე (99.92%).

აღნიშნული მონაცემებით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.79% (1 37181 ხმა), „ლელოს“ – 2.71 % (47 791 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს.

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები