კელი დეგნანი: დღის განმავლობაში არაერთ უბანს დავაკვირდი და ყველგან სიმშვიდეა

“დღეს მოხარული ვარ, რომ სიმშვიდეა. ხალხი უსაფრთხო გარემოში აფიქსირებს საკუთარ აზრს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გლდანში განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის დააფიქსირონ თავიანთი აზრი, რათა პასუხისმგებლობა მოსთხოვონ ლიდერებს.

„გლდანში საარჩევნო დამკვირვებლის როლში ვარ. დღის განმავლობაში არაერთ უბანს დავაკვირდი და ყველგან სიმშვიდეა, პროცესი საკმაოდ ორგანიზებულია, დაცულია კოვიდ-რეგულაციები. ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. ისინი უზრუნველყოფენ მშვიდ და უსაფრთხო გარემოს ამომრჩევლებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის დააფიქსირონ თავიანთი აზრი, რათა პასუხისმგებლობა მოსთხოვონ ლიდერებს, რომ ლიდერებმა გაიგონ რა არის მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის და იმუშაონ ხალხისთვის, ძლიერი მომავლისთვის. ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა იმის დასანახად თუ რამდენად ხორციელდება ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმები და ვნახოთ, უმჯობესდება თუ არა საარჩევნო პროცესი. ამ რეფორმების მთელი აზრი იყო, რომ ეს პროცესი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულებიანი. დღეს ღამე ხმების დათვლისას ვნახავთ თუ რამდენად სწორად გამოიყენება ახალი ტექნოლოგიური რესურსები და რამდენად ფუნქციონირებს ისინი. ყველა არჩევნები არის სწავლის შესაძლებლობა. ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს თუ როგორ უმჯობესდება პროცესი თითოეულ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პერიოდში იყო პრობლემები. ჩვენ ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდს“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები