დიეგო კოლასი – მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს “ტვიტერზე” გამოეხმაურა.
„საქართველოში, ისევე როგორც საფრანგეთსა და ევროკავშირში, ჩვენ მღელვარებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკას და ძალიან ვზრუნავთ ჩვენს დემოკრატიაზე. ეს გვაახლოებს. ადგილობრივი არჩევნების დაწყებისთანავე, მინდა, შევაქო საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მშვიდობიანი პროცესის უზრუნველსაყოფად. მადლობა ეუთო/ოდირს გაწეული სამუშაოსთვის“, – აცხადებს დიეგო კოლასი.