უკრაინის საგარეო უწყება ქართულ მხარეს მიმართავს და სააკაშვილთან უკრაინის კონსულის შეშვებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართვლოს საგარწო უწყების წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია იმყოფებოდა, რომელმაც კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებები და ის მუხლების გააცნო, რომლითაც არის ის გასამართლებული.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას მასთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები