შალვა ნათელაშვილი: ქართველო ხელი ხმალს იკარ, დღეს არის აქტუალური
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს რეჟიმის დასასრული უნდა მოჰყვეს.
“ბრძნული ნათქვამი, ჟრუანტელის მომგვრელი – ქართველო ხელი ხმალს იკარ, დღეს არის აქტუალური. დღეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ჩვეულებრივი კენჭისყრა ვინმეს უპირატესობაზე ან ნაკლოვანებებზე. დღეს ქართველი ხალხის ჰიმნი უნდა გაიგოს მსოფლიომ და შედეგად ამ რეჟიმის დამთავრება უნდა მოჰყვეს. შესაბამისად, უნდა ძალა, რომელიც ამ ქაოსს დაამთავრებს”,- აცხადებს ნათელაშვილი.