ტიტე აროშიძის განცხადებით, ბათუმში რამდენიმე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების წევრები სიებით იმყოფებიან

“ქართული ოცნების” ბათუმის ორგანიზაციის წევრის ტიტე აროშიძის განცხადებით, ბათუმში რამდენიმე უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების წევრები სიებით იმყოფებიან. მისი ინფორმაციით, ოპოზიციის წევრები საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებთან და დამკვირვებლებთან კონფლიქტში შედიან, რასაც რეაგირება მოჰყვება.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მხრიდან სხვადასხვა დარღვევებია დაფიქსირებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უბნებთან სიებით იმყოფებიან. ისინი ხუთი მეტრის რადიუსში იმყოფებიან, რაც კანონდარღვევაა. ეს უბნებია: 46, 60, 55, 64. ჩვენ დღის განმავლობაში ყველა პროცესს ვაკვირდებით, ისინი პროვოცირებას ცდილობენ კომისიებში ასევე ამომრჩევლებთან და დამკვირველებთან კონფლიქტში შედიან. ეს ყველაფერი ოქმებში აისახება. ყველანაირ პროვოკაციას პასუხი გაეცემა. არ შეიძლება 100 მეტრის რადიუსში სიებით ამომრჩევლის დაფიქსირება”,- აცხადებს ტიტე აროშიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები