კელი დეგნანი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის, ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის, ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„აქ ვიყავი გასულ ოქტომბერსაც და კარგია, რომ დავბრუნდი და ვხედავ ამომრჩევლებს. ამინდის მიუხედავად, ადამიანები სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად მიუდგნენ. ეს არის გზა, თუ როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ პრიორიტეტებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის. ჩვენ საელჩოს ჰყავს 47 ჯგუფი მთელ საქართველოში, 100-ზე მეტი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობს, როგორც დამკვირვებელი. ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამჟამად საელჩოში და თვალს ადევნებენ მედიას, კონსულტაციებს მართავენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესს. ჩვენ ბევრ კითხვას ვიღებთ ჩემი კოლეგებისგან ვაშინგტონიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან. ისინი ამ პროცესს ასევე ყურადღებით აკვირდებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები