ირაკლი ღარიბაშვილი: შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში – ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი

“ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდა, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო.

„შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ. მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, ვფიქრობ, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე მათ წარმოედგინათ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები