გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

“საარჩევნო უფლება, ხმის მიცემის უფლება, უფლება რომ შენი ქვეყნის ბედი გადაწყვიტო, საკუთარი თავის, შენი საზოგადოების, შენი სამშობლოს ბედის პატრონი იყო ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი არის”, – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ხმის მიცემა სამოქალაქო ვალია.

„ყველა ვითარებაში, საერთოდ არაფერი რომ ხდებოდეს, მე მიმაჩნია ჯერ მონაპოვრად და შემდეგ მოქალაქის სამოქალაქო ვალად, რომ ეს უფლება გამოიყენოს და იყოს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები