10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 7,4%-მა უკვე დააფიქსირა

10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7,4%-ია.

აღნიშნული მონაცემები 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების ამავე დროის აქტივობასთან შედარებით 2%-ით მეტია.

59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ოლქში სამი საჩივარია შესული, სამივე პროცედურულ დარღვევებზეა დაწერილი. ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა 44-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე. მისი თქმით, დაწყებულია მოკვლევა, რეალურად ვის მიერ მოხდა განცხადების დაწერა გადასატანი ყუთით სარგებლობის შესახებ.
ქუთაისში 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები