თავდაცვის მინისტრის თქმით,ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა.

„დემოკრატიული სახელმწიფოს წყარო არის ხალხი, შესაბამისად ჩვენი მთავარი, უმთავრესი სამოქალაქო ვალდებულება არის, მივცეთ არჩევნებში ხმა. უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს, აღიარებს ადამიანის უფლებებს, აღიარებს საკუთრების უფლებას და ზრუნავს მათზე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად, საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები