“საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმომხილველი, ლუის ნავარო მიიჩნევს, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში არეულობა დაიწყოს.
“მიშა სააკაშვილის “მეორედ მოსვლა“ თამაშის დასასრულია. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ჩამოსვლასთან გაცემული დაპირება რამდენჯერმე არ შეასრულა და ამით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბედს დაეხმარა, ახლა რთული განსასჯელია, თუ როგორ გათამაშდება მოვლენები.
არჩევნების ნებისმიერი შედეგი, რომელიც ენმ-სთვის სასარგებლო არ იქნება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დიდ ქაოსს“, – განაცხადა ნავარომ.